აქსესუარებიდიზაინიდღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეები

Maybach-ი ბაზარზე მზის სათვალეებს გამოიტანს

0
გაზიარება

პრემიუმ-კლასის მზის სათვალეების მწარმოებელი კომპანიების ჩამონათვალს ამიერიდან კიდევ ერთი კომპანია შეუერთდა, ეს არის Mercedes-Benz-ის კუთვნილი მდიდრული Maybach. ბრენდმა მოამზადა მზის სათვალეების ხაზი, რომლებსაც უწოდა The Creator.

აღსანიშნავია, რომ სათვალის დიზაინზე იმუშავეს Mercedes-Benz Group-ის შეფ-დიზაინერმა გორდონ ვაგენერმა და მისმა გუნდმა. მათი განცხადებით, სათვალეების მომრგვალებულმა კუთხეებმა ბრენდ Maybach-ის ლოგო უნდა მოგვაგონოს, ლინზებს შორის ხიდმა კი ბრენდის საფირმო რადიატორის ცხაურა.

The Creator მზის სათვალეები წარმოდგენილია ძვლის ჩარჩოს 10 შეფერილობით, აქვს ფერადი მეტალის ან მოოქროვილი ტიტანიუმის დეტალები, რომელსაც ფარავს 22-კარატიანი ოქრო, ვარდისფერი ოქრო ან პლატინა.

ოქროთი დაფარული ვერსიები სამ ვარიანტადაა ხელმისაწვდომი: ქარვისფერი ნატურალური რქისა და ოქროსფერი ლინზებისგან, შავი მქრქალი რქისა და მუქი რუხი ლინზებისგან, ან კრემისფერი/მწვანე რქისა და მწვანე ფერის ლინზებისგან.

ვარდისფერი ოქროს გაფორმებიანი მოდელები კი ხელმისაწვდომია მქრქალი შავი რქისა და რუხი ეფრის ლინზებისგან, ან კრემისფერი რქისა და ვარდისფერი ოქროს შეფერილობის ლინზებისგან.

პლატინის ვერსიებს კი აქვს შავი მქრქალი ჩარჩო რუხი ფერის ლინზებით ან კრემისფერი/ლურჯი ჩარჩო ვერცხლისფერი ლინზებით.

Maybach-ის სურვილია, რომ მყიდველებმა იცოდნენ – სათვალეების რქოვანაში გამოყენებული ძვალი არ არის მოკლული ცხოველების. მასალას ისინი იღებენ კომპანიისგან IVKO, რომელიც მათ აწარმოებს აზიური კამეჩებისგან.

რაც შეეხება ფასს, Maybach-ს ჯერ არ გაუვრცელებია The Creator ხაზის სათვალეების ფასი. მათი გაყიდვა მალე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!