მეღვინეობაRSS კატეგორიაქართული წარმოება

“მოსავალი პირველი” – ახალი ქართული ღვინო ბაზარზე

0
გაზიარება

ქართულ ბაზარზე “მოსავალი პირველი” გამოჩნდა. მცირე მარნების გაერთიანებაში წარმოდგენილია ქართლის და კახური ჯიშის ყურძნებისგან დამზადებული 4 სახეობის ღვინო.

როგორც “მოსავალი პირველის” თანადამფუძნებელი ერეკლე პაიჭაძე “ბიზნესპარტნიორთან” ამბობს, ქართლში იწარმოება კლასიკური, ევროპული სტილის ჩინურისა და გორული მწვანის ნაზავი; თავკვერი – წითელი ჯიშის ყურძენი; როზე, რომელიც დამზადებულია თავკვერისგან, ჩინურისა და გორული მწვანისგან; კახეთში აწარმოებენ რქაწითელისა და ბუერას ბლენდს – ეს არის 85% რქაწითელი და 15% ბუერა.

“ბუერა იშვიათი ჯიშის ყურძენია და მისგან ძალიან ცოტა კომპანია აყენებს ღვინოს. გვინდოდა, ექსპერიმენტულად გაგვეკეთებინა და კარგი გამოვიდა. კახური ტრადიციული მეთოდით არის დაყენებული, ქარვისფერი ღვინოა.

გარდა ამისა, წელს პირველად გავაკეთეთ პეტ-ნატი, ცქრიალა ღვინო. განსხვავებული ტექნოლოგიაა და თბილისში ძალიან პოპულარული ხდება. პირველად გავაკეთეთ მცირე რაოდენობით და იმდენად კარგი გამოვიდა, რამდენიმე თვეში უკვე აღარ იყო. ვაპირებთ რაოდენობა გავზარდოთ”, – აღნიშნა ერეკლე პაიჭაძემ.

“მოსავალი პირველი” ამ ეტაპზე 7000-მდე ბოთლ ღვინოს ამზადებს. რეალიზაცია თბილისის ღვინის მაღაზიებსა და ბარებში ხდება. სამომავლოდ ღვინო გავა ბათუმში. იგეგმება ექსპორტზე გატანაც.

“ღვინის ფესტივალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ძალიან დაგვეხმარა. შემოთავაზებები იყო ღვინის მოყვარული საერთაშორისო ვიზიტორებისგან, რომლებიც ქართულ ღვინოს კარგად იცნობენ და საკუთარ ბაზარზე გატანის გამოცდილებაც აქვთ. ძირითადად იყვნენ შვედეთი, ლიტვა, დიდი ბრიტანეთიდან. ისინი პირდაპირ იმ მიზნით მოდიოდნენ, რომ შეერჩიათ ისეთი ღვინოები, რომელიც მოეწონებოდათ და თავის ბაზარზე გაყიდიდნენ. ჩვენით ძალიან დაინტერესდნენ და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შემოთავაზებას მივიღებთ. ასევე ჩვენით დაინტერესდა სლოვაკეთის ელჩი”, – ამბობს ერეკლე პაიჭაძე.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

Business summit 2024 – საუკეთესო პლატფორმა, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის და პიარ საკონსულტაციო კომპანია Fame Consulting • ფეიმ კონსალტინგი -ს ორგანიზებით  24 მაისს Hotels & Preference Hualing Tbilisi წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა : Business Summit 2024…

12 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6573 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0003 ლარით გამყარდა ევრო - 2.9068 ლარი აშშ დოლარი -…

მოიპოვე გერმანული უნივერსიტეტის დიპლომი საქართველოში – შტაინბაისის სამაგისტრო პროგრამა ალტერბრიჯში

პროგრამის აღწერა: ალტერბრიჯში იწყება მიღება საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე: “The Master of Arts In General Management”. პროგრამის უმთავრესი მიზანია, სტუდენტებმა (ამ შემთხვევაში თქვენ მიერ შერჩეულმა თანამშრომლებმა)…

4 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6596 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0003 ლარით გამყარდა. ევრო - 2.8745 ლარი აშშ დოლარი -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!