დღის სიახლეებისიახლეები

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში საჯარიმო სანქციები იზრდება

0
გაზიარება

პროექტის მიხედვით სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი ჯარიმების ოდენობები შემდეგი სახით იზრდება: ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე 10 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე – 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარი იქნება.

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება ან ზედამხედველობისათვის ხელის შეშლაზე დღეს მოქმედი ჯარიმისგან ( 1 500 ლარიდან – 2 500 ლარამდე) განსხვავებით დგინდება კონკრეტულ ქმედებებზე დიფერენცირებული ფულადი ჯარიმები.

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით − გამოიწვევს დაჯარიმებას 8000 ლარის ოდენობით.

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში, სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოსათვის ან თანამდებობის პირისათვის მოვალეობის განხორციელებისას ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, არა უმეტეს 15 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი არაუმეტეს 10 000 ლარისა).

მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის პირობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 5 000 ლარისა (ნაცვლად დღეს მოქმედი 200 ლარიდან -500 ლარამდე დადგენილი ჯარიმისა), ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი არაუმეტეს 1 000 ლარისა).

მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სამინისტროსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე ან საქმიანობა ამ შეტყობინების საფუძველზე განხორციელებული საქმიანობის უფლების შეჩერების შემთხვევაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი – 1 000 ლარისა).

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი იურიდიული პირის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი 300 ლარიდან – 500 ლარამდე ოდენობისა), ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი – 500 ლარიდან – 1 000 ლარამდე ოდენობისა).

სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა – გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი – 1 000 ლარისა). ხოლო, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი – 2 000 ლარისა).

აღნიშნული პროექტით, “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი – 500 ლარისა).

“წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერისა და გაფორმების წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი – 200 ლარისა).

აღნიშნული სანქციების ზრდის გარდა, ცვლილების პროექტის მიხედვით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, სასამართლოსთან ერთად, მოცემულ სამართალდარღვევის საქმეებზე როგორც ოქმის შედგენის, ისე საქმის განხილვის შესაძლებლობა ენიჭება.

სააგენტოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას ელექტრონული დაჯარიმების შესაძლებლობა შემოდის.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!