RSS კატეგორია

„ვიქტორია სექიურითი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

0
გაზიარება

„ვიქტორია სექიურითის“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაერთიანებით, ასოციაციის წევრთა რიგებს შემოუერთდა კომპანია, რომელსაც დაცვა-უსაფრთხოების მომსახურეობის გაწევის თითქმის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.

ბიზნეს ასოციაციის ცნობით, კომპანიას მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტანდარტების ხარისხი, პირველი და ერთადერთი ბიზნეს ოპერატორია საქართველოში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 უსაფრთხოების კომპლექსურ სერთიფიკატს.

ამასთან, შ.პ.ს. „ვიქტორია სექიურითი“ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს, თანამედროვე დაცვითი ელექტრონული სიგნალიზაციის, ვიდეო-სამეთვალყურეო, დაშვების კონტროლისა და ხანძარმაქრი სისტემების საპროექტო-სამონტაჟო სამუშაოებს, მაღალკვალიფიციური ტექნიკური ჯგუფების მეშვეობით.

„კერძოდ, კომპანიის ოპერატიული სამსახურის შემადგენლობაში შემავალი, სწრაფი რეაგირების ჯგუფები 24/7 რეჟიმში უზრუნველყოფენ დაცულ ობიექტებზე საზოგადოებრივ წესრიგს და მათ სამოქმედო ლოკაციებზე განლაგებული, ელექტრო სიგნალიზაციით დაცული ობიექტის მონიტორინგს.

საგულისხმოა, რომ დასაქმებულთა პროფესიონალიზმის მაღალი დონე კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სისტემატურად ტარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები“, – აცხადებენ ასოციაციაში.

შ.პ.ს „ვიქტორია სექიურითი“ აქტიურად პარტნიორობს და თანამშრომლობს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მწარმოებელ უცხოურ კომპანიებთან.

„მივესალმებით „ვიქტორია სექიურითის“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. მოხარულნი ვართ, რომ ასეთი მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიები ხდებიან ასოციაციის წევრები. აღსანიშნავია, რომ წარმატების მიღწევა კომპანიამ შეძლო საიმედოობის მაღალი სტანდარტით და შესაბამისად, წლების განმავლობაში მოპოვებული ნდობით, რისი საუკეთესო ინდიკატორია ის, რომ კომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში. მასში დასაქმებულია 1900-ზე მეტი, მაღალპროფესიული დონის და გამოცდილების მქონე თანამშრომელი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ „ვიქტორია სექიურითი“ ყველა პარამეტრით წარმოადგენს დარგის ლიდერს საქართველოში, რომელიც მოტივირებულია მომხმარებელს შესთავაზოს მაღალკვალიფიციური მომსახურება, რაც მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე ზოგადად ბიზნეს სექტორის გაძლიერებისთვის“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

Business summit 2024 – საუკეთესო პლატფორმა, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის და პიარ საკონსულტაციო კომპანია Fame Consulting • ფეიმ კონსალტინგი -ს ორგანიზებით  24 მაისს Hotels & Preference Hualing Tbilisi წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა : Business Summit 2024…

12 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6573 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0003 ლარით გამყარდა ევრო - 2.9068 ლარი აშშ დოლარი -…

მოიპოვე გერმანული უნივერსიტეტის დიპლომი საქართველოში – შტაინბაისის სამაგისტრო პროგრამა ალტერბრიჯში

პროგრამის აღწერა: ალტერბრიჯში იწყება მიღება საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე: “The Master of Arts In General Management”. პროგრამის უმთავრესი მიზანია, სტუდენტებმა (ამ შემთხვევაში თქვენ მიერ შერჩეულმა თანამშრომლებმა)…

4 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6596 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0003 ლარით გამყარდა. ევრო - 2.8745 ლარი აშშ დოლარი -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!