უცხოური ბიზნეს სიახლეები

Google Russia-მ გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა

0
გაზიარება

Google-ის ადგილობრივმა შვილობილმა კომპანიამ რუსეთში გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა.

Google Russia-ს წარმომადგენლობის განმარტებით, ქვეყანაში ბიზნესის წარმოება და ოპერირება შეუძლებელი გახდა, რადგან კრემლის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა კომპანიას საბანკო ანგარიშებთან და გარკვეულ სერვისებთან წვდომა შეუზღუდა.

„რუსეთის ხელისუფლების მიერ Google Russia-ს საბაკო ანგარიშების გაუქმებამ შეუძლებელი გახადა ქვეყანაში ჩვენი ოპერირება და ოფისის მუშაობა. მათ შორის, შეგვეზღუდა: ადგილობრივი თანამშრომლების დაქირავება და ანაზღაურების გაცემა; მიმწოდებლების მომსახურება და ფინანსური ვალდებულებების შესრულება“, – წერია კომპანიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი შვილობილი კომპანიის გაკოტრების მიუხედავად, რუსეთს Google-ის სერვისების (Search, YouTube, Gmail, Android, Play, Maps) მიწოდება არ შეუწყდება, თუმცა ქვეყანაში არსებული ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის ოფისი დაიხურება.

მსგავსი სიახლეები

Apple აპლიკაციების გაძვირებას აპირებს

კომპანია Apple 5 ოქტომბრიდან ჩილეში, ეგვიპტეში, იაპონიაში, მალაიზიაში, პაკისტანში, პოლონეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და შვედეთში აპლიკაციებს გააძვირებს.  Apple ამ გადაწყვეტილების შესახებ ზედმეტ კომენტარს არ აკეთებს.…

Apple iPhone 14-ის წარმოების ზრდის გეგმაზე უარს ამბობს

დაბალი მოთხოვნის გამო, Apple-მა iPhone 14-ის წარმოების ზრდის გეგმაზე უარი თქვა. Bloomberg-ის ინფორმაციით, Apple-ის მთავარმა კონტრაქტორმა კომპანიებმა - Foxconn-მა და TSMC-მ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეტყობინება უკვე…

Forbes-მა უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგი გამოაქვეყნა

ბიზნეს გამოცემამ Forbes უმდიდრესი 400 ამერიკელის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის ლიდერია კომპანია Tesla Inc.-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ილონ მასკი. ჟურნალის შეფასებით, მასკის ქონება ბოლო 1 წელიწადში 60 მლრდ დოლარით…

იანვარ-ივლისში მსოფლიო ტურიზმი 60%-ით აღდგა

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, იანვარ-ივლისის მონაცემებით საერთაშორისო ტურიზმი თითქმის 60%-ით აღდგა. მსოფლიოს ტურიზმის ბარომენტრის თანახმად, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 2022 წლის იანვარში 2021 წლის…

ბრიტანული ფუნტი დოლართან შედარებით გაუფასურდა

ბრიტანული ფუნტი დოლართან თითქმის კიდევ 5%-ით გაუფასურდა და მისი კურსი ისტორიულ მინიმუმზეა. გაუფასურების მიზეზი დიდი ბრიტანეთის მიერ გადასახადების შემცირების დაანონსებაა. 26 სექტემბერს სტერლინგის კურსი დოლართან მიმართებით…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!