პარტნირებისაზოგადოება

„იკორთა“ – ქართული ტრადიციული ფოლკლორული ანსამბლ-სტუდია

0
გაზიარება

 

„იკორთა“ – ფოლკლორული სტუდიაა, რომელიც 2014 წელს ქალაქ რუსთავში დაარსდა. ანსამბლი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული სამოსისა და საცეკვაო ილეთების აღდგენა-განვითარების შენარჩუნებას.

საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის მიერ განხორციელდა მასტერკლასები აჭარულის, სვანურისა და აფხაზურის ავთენტური ილეთების შესწავლაში.

სტუდია „იკორთამ“ ასევე აღადგინა ქართული ტრადიციული სამოსი, კერძოდ: რაჭული კაფთარა (შესამოსელი) – ძველ თარგებზე სასცენო საცეკვაო რაჭული ცეკვისთვის და გამოყენებული იქნა სცენაზე, შექმნა საკუთარი კოსტუმებიც, აქტიურად შეუდგა საერო, სასულიერო ღონისძიებებსა და სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობებში მონაწილეობის მიღებას.

პირველ წარმატებას 2018 წელს ანსამბლ-სტუდიამ ბულგარეთის რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე მიაღწია, როდესაც ლაურეატის წოდება მიენიჭა, შემდეგ წელს კი საბერძნეთში, ჰალკიდეკის მერის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე მონაწილეობდა. ამის გარდა, მიღებული აქვს უამრავი დიპლომი, თასი და მადლობის სიგელი. დღემდე სამოცდაათამდე ფესტივალსა და კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოსა და ფარგლებს გარეთ.

„იკორთა“ დღესდღეობით სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს ამზადებს, რომელიც იყოფა 6-დან 10  წლამდე, 10 წლიდან 14  წლამდე და 14 წლიდან 18 წლამდე. არის ასევე მოყვარულთა ჯგუფიც, სადაც მოხვედრა ყველას შეუძლია და ასაკიც შეუზღუდავია.

“ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია ქორეოგრაფიის შესწავლა, რადგან ცეკვა მოზარდს ეხმარება კუნთების სწორ განვითარებასა და ფიზიკურ და გონებრივ ერთდროულ დატვირთვაში. ასევე, ვითარდებიან ესთეტიურად და სწავლობენ მუსიკის რითმის შეგრძნებაას, რის შემდეგაც გამოიმუშავებენ ნებისყოფასა და  გუნდურობის უნარს”, – განაცხადა ანსამბლის ქორეოგრაფმა მაკა ტატულაშვილმა Geobusinessnews.com-თან საუბრის დროს.

 

სტუდიას განსაკუთრებული თვისებაც ახლავს: დაარსების დღიდან მოყოლებული სოციალური პროექტი, სადაც მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებსა და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ხუთი წლის განმავლობაში პროგრამა უსასყიდლოდ შეისწავლონ.

ანსამბლ-სტუდია „იკორთა“ აგრძელებს ჯგუფების შევსებას და ახალწვეულებს კონცერტებს, საერთაშორისო ფესტივალებზე დასწრებას, მოგზაურობას, კოსტუმების შეკერვასა და ქართული ქორეოგრაფიის შეყვარებასა და ათვისებაში დაეხმარება.

 

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია სასტუმრო – გორი ინნ • Gori Inn

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

ბიზნეს სამიტი 2023-მა გერმანიაში შექმნილ საერთაშორისო კომპანია-მეამას და სასტუმრო-ეპიზოდს უმასპინძლა

15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართა "ბიზნეს სამიტი 2023", რომელსაც ქართული ბიზნესები ესწრებოდნენ 400 დელეგატისგან შემდგარ სამიტზე პრეზენტაცია გამართეს ქართულმა ბიზნეს…

ისტორიულ შენობაში მდებარე სასტუმრო “ჯორჯია გოლდი” – მყუდრო და სასიამოვნო გარემო თქვენი დასვენებისთვის

2020 წელს ქ. გორში, შეიქმნა სივრცე, რომელიც სასტუმროს, ულამაზესი კაფე-ბარსა და სპორტული სტანდარტების შესაბამის, ქალაქში ყველაზე დიდ საცურაო აუზს აერთიანებს. სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდი’’ ისტორიული შენობაში მდებარეობს, სადაც…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!