დღის სიახლეებისიახლეები

ლისაბონში ტურისტული გადასახადი გაორმაგდა

0
გაზიარება

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ხელისუფლება ტურისტულ გადასახადს აორმაგებს. ინფორმაციას ამის შესახებ  SchengenVisaInfo ავრცელებს.

სასტუმროებში გატარებულ დღე-ღამეში ტურისტები დამატებით 4 ევროს გადაიხდიან, მაშინ, როცა ამჟამად გადასახადი 2 ევროს შეადგენს.

მერიის განცხადებით, ტურისტების მუდმივად მზარდი რაოდენობისგან დედაქალაქის ბიუჯეტი დამატებით შემოსავალს მიიღებს, რაც ქალაქსა და მის ინფრასტრუქტურას მოხმარდება.

ლისაბონის საქალაქო საბჭომ ტურისტული გადასახადის გაზრდის შესახებ წინადადება უკვე დაამტკიცა. საკითხზე ამჟამად 30-დღიანი საჯარო კონსულტაციები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ცვლილება ძალაში შევა.

ცნობისთვის: აპრილიდან ლისაბონში შესული საკრუიზო გემების მგზავრებისთვის 2-ევროიანი გადასახადი მოქმედებს, იმის მიუხედავად, რჩებიან ისინი ქალაქში ერთი ან რამდენიმე ღამით თუ დღის განმავლობაში ქალაქში უბრალოდ სეირნობენ.

მარტში ცნობილი გახდა, რომ ტურისტებზე ღამისთევის გადასახადი პორტუგალიის სხვა მუნიციპალიტეტებშიც, მათ შორის, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მზიან და პოპულარულ ალგარვეს რეგიონში წესდება. ღამისთევისთვის 1-2-ევროიანი გადასახადი წელს ამოქმედდება. თუმცა ალგარვეს ქალაქ პორტიმაოში ტურისტული გადასახადი 14 მარტიდან უკვე მოქმედებს. ღამისთევის ფასი მაღალ სეზონზე, რომელიც 1-ლი აპრილიდან 31 ოქტომბრამდე გრძელდება, 2 ევროს, ხოლო არასეზონზე, ანუ 1-ლი ნოემბრიდან 31 მარტამდე პერიოდში 1 ევროს შეადგენს. ალგარვეს კიდევ ერთი ქალაქი, ალბუფეირა ტურისტებისთვის დამატებით გადასახადს მაისიდან აწესებს.

ასევე, ვილა-რეალი-დე სანტო-ანტონიოში ტურისტული გადასახადი 2016 წლიდან მოქმედებს, რომლის ოდენობაც დღეღამეში, დაახლოებით, 1 ევროა. ფარუში ტურისტები დამატებით 1,5-ევროიან გადასახადს 2020 წლის თებერვლიდან, ხოლო ოლანში დღეღამეში 2 ევროს 2023 წლის მაისიდან იხდიან.

გადასახადის ამოღების სისტემა ისე მუშაობს, რომ ის ტურისტული ბიზნესიდან მუნიციპალიტეტს გადაეცემა, ხოლო მიღებული შემოსავალი ტურიზმთან დაკავშირებულ ინვესტიციებს, მათ შორის, გარემოს მდგრადობას, კულტურის შენარჩუნებასა და პოპულარული მიმართულებების მხარდაჭერას ხმარდება.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!