დღის სიახლეებიესთეტიკამედიცინაპარტნირებისიახლეები

მაია ესელიძე- ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის ექიმი კოსმეტოლოგი

0
გაზიარება

ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრი, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამის ესთეტიკური მედიცინის პროცედურებსა და ტრენინგ-ცენტრს აერთიანებს დაკომპლექტებულია საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექიმთა გუნდით.

ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის ექიმი კოსმეტოლოგი – მაია ესელიძე Geobusinesnews-ge-სთან პლაზოთერაპიის მნიშვნელობასა და მის როლზე საუბრობს:

პლაზმოთერაპია– სახის კანის გაახალგაზრდავების ერთ-ერთი უნიკალური პროცედურაა, რომელიც მიიღწევა ორგანიზმის საკუთარი რესურსების გამოყენებით, შედეგი მიიღწევა კანში ადგილობრივად საკუთარი სისხლის პლაზმის შეყვანისას , რომელიც პაციენტის თვალწინ მისივე სისხლისგან მზადდება,აუტოლოგიური პლაზმა მედიცინაში გამოიყენება:

  • სტომატოლოგია –   25 წელზე მეტი
  • ნევროლოგია –    20 წელი
  • დერმატოლოგია –    15 წელზე მეტი
  • ქირურგია –    20 წელზე მეტი
  • გინეკოლოგია –    5 წელი

სისხლის პლაზმა – სისხლის ნაკადის უჯრედშორისი ნაწილი, რომელიც შედგება წყლისგან, ცილებისგან, ორგანული და მინერალური ნივთიერებებისგან, რომლებიც წარმოადგენს უჯრედების ფუნქციონირებისთვის ტრანსპორტულ და მკვებავ გარემოს.

პლაზმა- სისხლის საერთო მოცულობის 55 %;

წყალი – 90-91 %;

ცილები 7-8 % (ალბუმინები, გლობულინები, ფიბროგენი)

მკვებავი ნივთიერებები 2 % (ლიპიდები, გლუკოზა

მიკროელემენტები 1-2 %

ჰორმონები

პლაზმოლიფტინგის დროს სისხლის დამუშავება ხორციელდება ბიოტექნოლოგიურ სინჯარებში ცენტრიფუგირების სპეციალური მეთოდით. ცენტრიფუგირების შედეგად მიიღება 3-ფრაქციული პლაზმა, რომლის პირველი ქვედა შრე უკავიათ ერითროციტებს, შემდეგ არის “Buffy coat”-ლეიკოციტებისა და თრომბოციტების ნარევი, ხოლო მესამე ზედა შრე-თრომბოციტებით მდიდარი პლაზმაა (PPP-platelet poor plasma)

აუტოლოგიური პლაზმა – პლაზმა, მიღებული პაციენტის პერიფერიული ვენური სისხლისგან, იგივე ორგანიზმის ქსოვილებში შემდგომი ინექციური შეყვანის მიზნით.

წყალი; ელექტროლიტები ( K, Na, Ca, Mg); პლაზმის ცილები ( ალბუმინები, გლობულინები, ფიბროგენები);მკვებავი ნივთიერებები (გლუკოზა, ლიპიდები, ამინომჟავები, ვიტამინები); ცვლის პროდუქტები (შარდოვანა); რესპირატორული გაზები ( O 2, CO2); ჰორმონები (ინსულინი); ზრდის ფაქტორები;

ამ პროცედურას საფუძვლად უდევს პაციენტის სისხლის აღების და დამუშავების სპეციალური მეთოდი. შედეგი მიიღწევა კანში ადგილობრივად საკუთარი სისხლის პლაზმის შეყვანისას , რომელიც პაციენტის თვალწინნ მისივე სისხლისგან მზადდება, პრეპარატს აქვს თავისი მოქმედების დრო, უსაფრთხო, არაალერიული და საუკეთესო ბიოსტიმულატორია. ფართოდ გამოიყენება როგორც აღდგენითი პროცედურა, ასევე, გაახალგაზრდავება და ლიფტინგი.  პროცედურის დროს სისხლიდან გამოიყოფა თრომბოციტებით მდიდარი აუტოპლაზმის ინექციური ფორმა, რომელიც შეგვყავს თავის კანის თმიან ნაწილში. ტრომბოციტული აუტოპლაზმა შეიცავს ზრდის ფაქტორებს მაღალი კონცენტრაციით,ასევე ჰორმონებს, ცილებს, ვიტამინებს ბუნებრივ კომბინაციაში.

გამოიყენება ინექციური, აპლიკაციური, ინგალაციური  და პერიორალურად მიღების გზით

  • NATIVE
  • GELTHERAPY
  • PLASMOLIFTING POWDER
  • PLASMOLIFTING CREM
  • PLASMOLIFTING ICICLE
  • PLASMOLIFTING TABLETS

პლაზმოთერაპიის ჩატარების ჩვენება-ასაკობრივი ცვლილებები, წვრილი ნაოჭები, კანის ტონუსის და ელასტიურობის დაქვეითება, ფოტოდაბერების ნიშნები, კანის სიმშრალე, კუპეროზი, ფტოზი, პრობლემური აკნე, პოსტაკნე, სტრიები, ნაწიბურები, თმის ცვენა, პოსტტრავმული პროცედურები (ლაზერული პილინგი, ქიმიური პილინგი, პოსტოპერაციული ნაწიბურები).

უკუჩვენებები– მწვავე ინფექციური , სისტემური და სისხლის დაავადებები, ალერგიული აუტანლობა ანტიკოაგულანტებზე, ორსულობა, ლაქტაცია, სისხლის შედედების დარღვევა

პროცედურებს შორის დროის ინტერვალი-პროცედურის რაოდენობა განისაზღვრება ჩვენებიდან გამომდინარე, საშუალოდ შედგება 1-3 პროცედურისგან, 7-10 დღიანი ინტერვალით, პროცედურის ხანგრძლივობაა 30-40 წუთი. არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, კეთდებათავის თმიან ნაწილზე, სახისა და სხეულის ნებისმიერ ზონაზე, განმეორება რეკომენდირებულია 6 თვეშ ერთხელ.

PRP-თერაპია PRP (Platelet rich plasma)  არის  აუტოლოგიური სისხლის პლაზმა, გამდიდრებული თრომბოციტებით, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ზრდის ფაქტორებს და ციტოკინებს, ისინი კი – თავის მხრივ მონაწილეობენ რეგენერაციულ პროცესებში.

სხვა პროცედურებთან კომბინაციაში ჩატარება– შესაძლებელია ,როგორც  კლასიკურ ასევე  ინექციურ   კოსმეტოლოგიაში გამოყენება. ეს პროცედურებია:ქიმიური პილინგი, ლაზერული პილინგი, ფრაქსელი, თერმაჟი, ულთერაპია და ა.შ. კურსის დამთავრების შემდეგ ვიღებთ ნაოჭების შემცირებას, კანის ტონუსის მომატებას, ელასტიურობის აღდგენა, თმის ცვენის შემცირება, თმის ხარისხის გაუმჯობესება, ჰიპერპიგმენტაციის ადგილებში ლაქების გაღიავება- გაფერმქთალებამ აკნეს რემისია და ნაწიბურების შემცირება.

თმის პლაზმოთერაპია – უახლესი ინექციური პროცედურაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს თმის ზრდა გავხადოთ ინტენსიური,შევაჩეროთ თმის ცვენა, გავაუმჯობესოთ თმის ხარისხი, ბზინვარება,ელასტიურობა და სიხშირე.

პლაზმოთერაპია ტრიქოლოგიაში გამოიყენება – სუსტი , მტვრევადი, გაყოფილი ბოლოებით თმების მკურნალობისთვის.როდესაც გამოხატულია სებორეა და ქერტლი.თმის ცვენის სამკურნალოდ (ბუდობრივი, დიფუზური, ანდროგენული). თმის სიხშირისა და სტრუქტურის გაუარესების შემთხვავაში.

პროცედურამდე საჭიროა – პროცედურამდე სასურველია ანამნეზის შეკრება, სისხლის საერთო ანალიზების ჩაბარება, სისხლის ბიოქიმია და მარკერები ინფექციურ დაავადებებზე. სასურველია ასევე პროცედურამდე სწორი კვება, ბევრი სითხე და დილის საათებში პროცედურის ჩატარება.

 

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!