ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკა

მეორადი ავტომობილების ფასები 15-20%-ითაა გაზრდილი

0
გაზიარება

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეორედ ავტომობილებზე ფასები 15-20%-ითაა გაზრდილი.

ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარის, გელა კვაშილავას თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეორედ ავტომობილებზე ფასები 15-20%-ითაა გაზრდილი. ამის შესახებ მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„მეორად ავტომობილებზე ფასები მთელ მსოფლიოში გაიზარდა. იყო მიწოდების, კოვიდის გამო ახალი მანქანების გამოშვების პრობლემები. იმ ქვეყნებში, საიდანაც ჩვენ ძირითადად შემოგვაქვს, მოთხოვნამ და მეორადი ავტომობილების გაყიდვებმა მოიმატა, მოსახლეობას იქაც შეუმცირდა შემოსავლები და ახლის ყიდვას ამჯობინებენ, რომ შედარებით იაფად იყიდონ“, – ამბობს კვაშილავა.

ფასების ზრდასთან ერთად, საქართველოში ავტომობილების შემკეთებლების დეფიციტიცაა. როგორც ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე ამბობს, ამ სექტორშიც კადრები დაბალი ხელფასების გამო გაედინებიან ქვეყნიდან.

ცნობისთვის, საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა.

საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 1.09 მილიარდი აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, რაც 59%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 682.9 მლნ დოლარზე.

რაც შეეხება ექსპორტს, 2021 წლის მაჩვენებელთან, 338.2 მილიონ დოლართან შედარებით, 2022-ში თითქმის 75%-ით მეტი, 590.5 მილიონი დოლარის ავტომობილები შემოვიდა.

მთავარი საიმპორტო პარტნიორები წელს აშშ, იაპონია, გერმანია, თურქეთი და ბელგია არიან, უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები კი აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი და რუსეთი.

წყარო : Bpn.ge

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!