დღის სიახლეებიპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

„მტევანი“ – რეალიზებული დედები სრულფასოვან მოქალაქეებს ზრდიან

0
გაზიარება

2019 წლის 7 ივნისს ორგანიზაცია ა(ა)იპ მრავალშვილიან ოჯახთა კავშირი – „მტევანი“
დაარსდა, რომლის მისიასაც მრავალშვილიანი ოჯახების მხარდამჭერი პროგრამებისა და
პროექტების შექმნა/განხორციელება წარმოადგენს. ორგანიზაციის შექმნის მიზანია
ფინანსური სტაბილურობის მიღწევა, რათა შესაძლებელი იყოს მრავალშვილიანი
ოჯახებისთვის თანადგომა.

ჩვენი ორგანიზაციის მისიას მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა წარმოადგენს,
რადგან მათი დიდი ოჯახი დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რისი გამომუშავებაც ხშირ
შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის სოციალურ/ეკნომიური ფონის გამო უჭირთ, შედეგად კი
ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან. მათ არ ეძლევათ კარგი განვითარების
(საგანმანათლებლო წრეები, სპორტული და ჯანდაცვის პროგრამები) საშუალება.
მრავალშვილიან ოჯახებში, გარდა ბავშვებისა, დედებიც საჭიროებენ თანადგომას და
დახმარებას. ისინი კიდევ უფრო ნაკლებად სარგებლობენ საგანმანათლებლო და ჯანდაცვის
პროგრამებით და დასაქმებაც უფრო მეტად უძნელდებათ. სახელმწიფოც მინიმალურად ან
თითქმის ვერ ზრუნავს ასეთ ოჯახებზე“ – აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იზა
ცაგარელმა.

სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, 2022 წლის 20 სექტემბერს ორგანიზაციამ ბავშვთა
საათობრივი დატოვების ცენტრი „მტევანი “ დაარსა, რომლის იდეასა და მნიშვნელობაზე
Geobusinessnews.ge-სთან ცენტრის დამფუძნებელი იზა ცაგარელი საუბრობს.

სოციალური საწარმოს შექმნა გადავწყვიტე იმიტომ, რომ პირველ რიგში მე და ჩემს
თანამოაზრეებს ბავშვები ძალიან გვიყვარს, ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი მენტალობის მქონე
თაობის აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ბავშვებისთვის სრულფასოვანი
გარემოს შექმნა ჩვენი პიორიტეტია, ისიც ძალიან გვესაჭიროება, რომ ორგანიზაციას
გაუჩნდეს თავისი ფინანსები სტაბილურად დამოუკიდებელი არსებობისთვის და შეძლოს
თავისი მიზნების შესრულება, ამიტომ წარმოვადგინეთ სერვისი, რომელიც ჩვენს უნარებს
და გამოცდილებას სრულად წარმოაჩენს და ეს მოგვიტანს ფინანსურ მდგრადობასაც.
საწარმო ძალიან დაეხმარება ასეთი პრობლემის მოგვარებასაც: ქალები ჩვენს ქვეყანაში
ხშირად ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას, რადგან ვერსად ტოვებენ
მცირეწლოვან ბავშვებს საბავშვო ბაღის საათების დასრულების შემდეგ, ხანდახან კი
გარკვეული მიზეზების გამო ამ სერვისით საერთოდ ვერ სარგებლობენ, რის გამოც მათ
ხელი ეშლებათ როგორც დასაქმებაში, ასევე განათლების მიღებაში. ასეთი ქალი ხშირად
ხდება მეუღლის ფინანსებზე დამოკიდებული, რაც ფსიქოლოგიური, ეკონომიური, თუ
ფიზიკური ძალადობის ნიადაგს ქმნის. ძლიერი ქალი ძლიერი და ჯანსაღი ფსიქიკის
შვილებს ზრდის, სრულფასოვანი მოქალაქეები კი ქვეყანას აძლიერებენ. ამ პრობლემასაც
ისევ მივყავართ ბავშვების სრულფასოვაბ აღზრდასთან. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქალებისა
და დედების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენს ცენტრში, ასევე ვიტოვებთ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებსაც და
შესაბამისი სპეციალისტების დახმარებით ვზრუნავთ მათზე.

ცენტრში მეგობრული და თბილი გარემოა, რაც ბავშვებს ძალიან კომფორტულად
აგრძნობინებს თავს. აქ ისინი უყვართ, პატივს სცემენ და აღიარებენ, მიუხედავად
მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ინტელექტუალური შესაძლებლობებისა“, –
აღნიშნავს იზა ცაგარელი

ორგანიზაციის მთავარ იდეასა და მიზანს დედებისთვის, მათ შორის
მრავალშვილიანებისთვისაც, იმ შესაძლებლობის მიცემა წარმოადგენს, რომლის
ფარგლებშიც ისინი მშვიდად დასაქმდებიან სხვადასხვა სამსახურში, მათ შორის
თვით ასოციაციაში, მიიღებენ განათლებას ან/და აუცილებლობის შემთხვევაში
შეძლებენ შვილების მშვიდად დატოვებას დღის ნებისმიერ დროს. ბავშვები კი
სრულფასოვანი, ჯანსაღ გარემოში შეძლებენ გავითარებას.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!