ბიზნესიგანათლებასკოლამდელი აღზრდა

საბავშვო გამომცემლობა «ჭიამაია» ბავშვების განვითარებისთვის

0
გაზიარება

ჟურნალი ,, ჭიამაია’’ საბავშო გამომცემლობაა,რომელიც 2008 წლიდან ბავშვების განვითარებას უწყობს ხელს. ჟურნალის თემატიკა შერჩეულია ბავშვების ფსიქოლოგიიდან გამომდინარე და თითოეული თემატიკა მათთვის დადებით გავლენას ახდენს.

,,მასალებს ვაწყობთ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგალითად, ჟურნალში მუდმივად არის გამოყოფილი ერთი გვერდი – სახელწოდებით ,,შენ ყველაფერი შეგიძლია, დახატე და გამოგვიგზავნე’’, ბავშვები ამ გვერდზე ხატავენ სხვადასხვა ნახატებს და გვიგზავნიან, რომელსაც ჩვენ შემდეგ ნომერში ვაქვეყნებთ. ამით ხელს ვუწყობთ ბავშვბის თვითშეფასების ამაღლებას, საკუთარ ძალებში დარწმუნებას და გახალისებას. საკუთარი ნამუშევრის ჟურნალში ხილვა ყველა პატარასთვის განსაკუთრებით სასიხარულოა’’. – ამბობს ჟურნალის დამფუძნებელი და რედაქტორი ნინო ვეშაგური Geobusinessnews-თან საუბრის დროს.No description available.

საბავშვო გამომცემლობა «ჭიამაია» ბავშვებს გასართობ ჟურნალებთან ერთად შემეცნებით წიგნებსაც სთავაზობს. წიგნები შინაარსობრივად ერთმანეთისგან განსხვავებულია. ესენია: ლოგიკა, საბავშვო კროსვორდები, რებუსები და გამოცანები, შეიცანი და გააფერადე მსოფლიო, სახალისო მათემატიკა, ქართული ანბანი და ა.შ

მაგალითად წიგნ ,, ლოგიკაში’’ მოცემულია გონების სავარჯიშოები პატარებისთის. ამ სავარჯიშოების მიზანია: ყურადღების,ლოგიკური აზროვნების და მეტყველების უნარების განვითარება. ფერებისა და გეომეტრიული ფორმების გამოცნობა, ხელის მოძრაობის კოორდინაცია და მოთმინების განვითარება, საგნების გამოცნობის უნარების განვითარება, სიტყვათა მარაგის გაფართოება, ამ სახალისო სავარჯიშოებით და ტესტებით ბავშვი მისთის საჭირო ბევრ უნარს იძენს.

«წიგნები დატვირთულია ლოგიკური სავარჯიშოებით. მაგალითად, ფურცელზე არის დახატული ფოთლის ნახევარი და ბავშვმა უნდა დახატოს ფოთლის მეორე მხარე, ამ დროს ბავშვი აკვირდება ფოთლის ფორმას, უვითარდება ყურადღება და ფანტაზია.

საბავშვო კროსვორდები- მასში შესულია სხვადასხვა სახის ლოგიკური და აზროვნების განმავითარებელი კროსვორდები. მათშორის მათემატიკური და ნახატებიანი კროსვორდები, ვიქტორინები, სხვადასხვა სახის სუდოკუ და ასე შემდეგ. წიგნი განკუთვნილია სკოლამდელი ასაკის და დაწყებითი კლასის მოსაწავლეებისთვის, მაგრამ ჟურნალს უფრო დიდი ასაკის მკითველებიც ჰყავს, რომლებიც აქტიურად აკეთებენ სავარჯიშოებს.»

No description available.

ნინო ვეშაგურის თქმით, კომპანია სამომავლოდ აპირებს გაზარდოს ჟურნალში გვერდებს რაოდენობა და დაამატოს შემეცნებთი და სახალისო აქტივობები. ასევე გეგმავს სამაგიდო შემეცნებით-გასართობი თამაშების გამოშვებას.

ჟურნალის სლოგანია: იკითხე,იხალისე და გაიგე უფრო მეტი.

საბავშვო გამომცემლობა ჟურნალების გარდა ბავშვებს სხვადასხვა ღონისძიებასაც სთავაზობს, სადაც მონაწილეობის მიღება ყველა პატარას შეუძლია. მაგალითად-,,ხატვის საათი’’

აღნიშნული წიგნებისა და ჟურნალების შეძენა სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება ყველა საგაზეთო ჯიხურში, დღეისთვის კი შესაძლებელია მხოლოდ რედაქციაში, დავით ბაქრაძის ქ. #6 ნომერში, Vll სართულზე.

 

სტატიის ავტორი : მარიამ სუყაშვილი 

მსგავსი სიახლეები

ჯარი, პოლიცია, სამედიცინო პერსონალი, მასწავლებლები… – Salenews Card სპეციალურად მათთვის

SALENEWS CARD (ყველა ფასდაკლება ერთ ბარათში)  -არის წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) პროდუქტი, რისი მეშვეობითაც ბარათის მფლობელებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ ფასდაკლებით ასოციაციაში გაწევრიანებული კომპანიების…

Linguistic Lab – მიიღე ხარისხიანი განათლება

ქალაქ რუსთავში 1 წლის წინ საგანმანათლებლო სივრცე Linguistic Lab  გაიხსნა, რომელიც ორიენტირებულია შეგიქმნათ კომფორტული გარემო და მოგცეთ სათანადო ცოდნა იმ მიმართულებით, რასაც აირჩევთ. Linguistic Lab ნებისმიერი ასაკისა და…

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციამ სპეციალური ფასდაკლების ბარათი სტუდენტური salenews card შექმნა

„წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია“-მ სტუდენტების მხარდაჭერისთვის ბაზარზე სპეციალური ფასდაკლების ბარათი სტუდენტური salenews card შექმნა. ამ პროექტის ფარგლებში,  წარმატებულმა ქართულმა ბიზნესის ასოციაციამ გადაწყვიტა ხელი…

Mercedes-ი ელექტრომობილების საწარმოებში მილიარდობით დოლარის ინვესტირებას იწყებს

გერმანული საავტომობილო ჟურნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Mercedes-ი ჩინეთში, გერმანიასა და უნგრეთში საკუთარი საწარმოების მოდერნიზებისთვის მილიარდობით დოლარის მოცულობის ინვესტირებას იწყებს. ელექტრომობილების…

Disney+ ბრიტანელი მომღერლის, ედ შირანის შესახებ მინისერიალს გამოუშვებს

კომპანია Disney+ ბრიტანელი მომღერლის, ედ შირანის შესახებ მინისერიალს გამოუშვებს. სერიალი „ეს ყველაფერი ჯამში“ (The Sum of It All) ედ შირანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. 4 ეპიზოდისგან შემდგარი სერიალი პლატფორმაზე 3…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!