დღის სიახლეებისიახლეები

სამხრეთ კორეაში „ჩაკეტილ“ ახალგაზრდებს სახლიდან გასვლის მიზნით მთავრობა 500 დოლარს გადაუხდის

0
გაზიარება

სამხრეთ კორეაში სოციალიზაციის მიზნით მთავრობა იმ ახალგაზრდებისთვის,რომლებიც იზოლირებული ცხოვრობის წესს მისდევენ და სახლებს არ ტოვებენ, მხარდაჭერის პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიურად 650 000 ვონს, ანუ 500 დოლარს გადაუხდის. ყოველთვიური შემწეობა 9-დან 24 წლამდე ახალგაზრდებსა და მოზარდებს მიეცემათ, რომლებიც სხვებთან ურთიერთობისას სერიოზულ დისკომფორტს განიცდიან.ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა FirstPost ავრცელებს.

ეს არის სოციალიზაციის პროგრამის ნაწილი მათთვის, ვისაც იაპონურ ტერმინს, „ჰიკიკომორს“ უწოდებენ. ჰიკიკომორი არის ადამიანი, რომელიც საზოგადოებისგან იზოლაციას ნებაყოფლობით ირჩევს. პროგრამის მიზანია, მოზარდებსა და ახალგაზრდებს სასწავლებელში ან სამსახურში, ასევე, კულტურულ დაწესებულებებში სიარული გაუადვილოს.

მიღებულ ზომებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში წერია, რომ განმარტოებით მცხოვრები ახალგაზრდების 40%-მა თვითიზოლაცია მოზარდობისას აირჩია და ბევრი მათგანი ღარიბი ოჯახიდანაა.

მსგავსი სიახლეები

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების რეიტინგი – მილიონერების და მილიარდერების რაოდენობის მიხედვით

Henley and Partners ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების რეიტინგს, სადაც ასახელებს 50 ქალაქს იქ მცხოვრები მილიონერების და მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. მდიდარი ქალაქების სია: 1. ნიუ-იორკში 60…

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრები 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარს მიიღებს

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს, ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის სტანდარტულად…

ადგილობრივი ექსპორტი 18.3%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.3 პროცენტით შემცირდა და 805.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. 2024…

EURO 2024-ზე დასასწრებად ჩარტერული რეისების ფასი სუბსიდირების ფარგლებში 195 ევრო, ხოლო ორი ფრენის ფასი 390 ევრო იქნება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძე განცხადებით, ევროპის მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ფრენებზე სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ბილეთები კვირის ბოლომდე შესაბამის პლატფორმაზე განთავსდება. ერთი ფრენის ფასი სუბსიდირების…

იანვარ-აპრილში ექსპორტი 10.1% შემცირდა, ხოლო იმპორტი 0.3%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6.563 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია. ინფორმაციას…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!