ბიზნესიპარტნირები

შორენა ქარჩავას სტომატოლოგიური კლინიკა – მაღალკვალიფიციური სტომატოლოგების გუნდი თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს გთავაზობთ

0
გაზიარება

„ჩვენ ვამსხვრევთ სტერეოტიპს რომ  ,,სტომატოლოგთან ვიზიტი ძალიან საშიშია,, – აღნიშნავს სტომატოლოგი შორენა ქარჩავა Geobusinessnews-თან საუბრის დროს, რომელსაც სტომატოლოგად მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება აქვს.

მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ შორენა ქარჩავამ საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა გახსნა,

რომელიც ყველანაირ თანამედროვე სტანდარტს ერგება და ყველანაირი რეგულაციების დაცვით მუშაობს. კლინიკა თბილისში, წინამძღვრიშვილის 105 ნომერში ფუნქციონირებს, სადაც ყოველდღიურად უამრავ პაციენტს იღებს. მიუხედევად იმისა, რომ ჯერ 1 წელიც არ არის რაც კლინიკა გაიხსნა, პაციენტების სიმრავლით გამოირჩევა, რაც გამოწვეულია შორენა ქარჩავასა და მისი გუნდის პროფესიონალიზმით. მეგობრული და მშვიდი გარემო, მაღალკვალიფიციური გუნდი და თანამედროვე ინტერიერი კლინიკაში შესვლისთანავე ახდენს პაციენტზე პირველ შთაბეჭდილებას. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და პაციენტს საშუალება აქვს ისარგებლოს ნებისმიერი სტომატოლოგიური მომსახურებით. კლინიკის გუნდი შედგება ექიმი თერაპევტით, ყბა-სახის ქირურგით, ქირურგებით, ორთოპედებით, ორთოდონტებითა და პარადონტოლოგით. ახალგაზრდა სტომატოლოგებს კი აქვთ სწორი, თანამედროვე მიდგომა საქმისადმი, რაც პაციენტების მხრიდან მუდამ კმაყოფილებას იწვევს.

ალბათ დაგვეთანხმებით, სტომატოლოგიურ კლინიკებში ყველაზე მნიშვნელოვანია სტერილიზაციის ხარისხი, ინტერიერი და თანამედროვე აპარატურა. შორენა ქარჩავას სტომატოლოგია აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და დიდ ყურადღებას უთმობს სტერილიზაციის მაღალ ხარისხს, რაც პაციენტებს 100 %-ით იცავს გადამდები დაავადებისა და საფრთხეებისგან.

შორენა ქარჩავას კლინიკა ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის წევრია გახსნის პირველივე დღიდან, რამაც საშუალება მისცა მას გაეხსნა კლინიკა ყველანაირი რეგულაციის დაცვით.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა 2020 წლიდან ზრუნავს საქართველოში  სტომატოლოგებისა და პაციენტების უფლებათა დაცვისთვის. ლიგა უკვე ათასზე მეტ სტომატოლოგსა და სტომატოლოგიურ კლინიკას  აერთიანებს.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის გუნდის პირველი და მთავარი მიზანია, რომ სტომატოლოგიური კლინიკები არსებულ კანონმდებლობას, რეგულაციებს მოერგოს და თითოეული მოქალაქისთვის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის, უსაფრთხო სამედიცინო/სტომატოლოგიური სერვისის მიღება ხელმისაწვდომი გახდეს. სტომატოლოგებსა და კლინიკებს, რომელთაც არ გააჩნიათ წვდომა  საქართველოში კანონმდებლობით მოთხოვნილი სტანდარტების და არსებული რეგულაციების შესახებ, ჯანდაცვის ლიგა  აწვდის  ინფორმაციას და ეხმარება მათ კლინიკების მოწესრიგებაში, რათა მოხდეს პაციენტების მიღება მოწესრიგებულ, უსაფრთხო გარემოში.May be an image of outdoors and brick wall

როგორც შორენა ქარჩავა აღნიშნავს, ლიგა ხელს უწყობს პროფესიულად განვითარებას სემინარებითა და ტრენინგებით :

„კლინიკა გახსნის დღიდან თანამშრომლობს ჯანდაცვის ლიგასთან, რითიც ძალიან ვამაყობთ. მათთან თანამშრომლობით ჩვენ ვიღებთ უამრავ სარგებელს, გვაძლევენ უამრავ რჩევას, როგორ გახდეს კლინიკა კიდევ უფრო წარმატებული და როგორ შევქმნათ უსაფრთხო გარემო პაციენტებისთვის. კანონში შეტანილი ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ ლიგა მაშინვე გვატყობინებს და გვეხმარება ჩვენი საქმიანობა იყოს ყველა რეგულაციით დაცული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გვაქვს შესაძლებლობა სულ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი პროფესიული ცოდნა, სემინარებისა და ტრენინგების დახმარებით.“

შორენა ქარჩავას კლინიკა წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) პარტნიორი კომპანიაა, რომელიც ასოციაციას პირველივე გაცნობით შეხვედრაზე შემოუერთდა. როგორც შორენა ქარჩავა Geobusinessnews-თან საუბრის დროს აღნიშნავს, ასოციაცია შესაძლებლობას აძლევს გაზარდოს კლინიკის ცნობადობა და სამომავლოდ ასოციაციასთან დაკავშირებით უამრავი გეგმა აქვს.

 

მსგავსი სიახლეები

საცურაო აუზი ,,Aqua Baby“–კვალიფიციური პერსონალითა და ევროსტანდარტების სრული დაცვით

ქ. გორში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურითა და ევროსტანდარტების სრული დაცვით საცურაო აუზი ,,Aqua Baby“ შეიქმნა,რომელიც 2-დან 15 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება. საცურაო აუზით ,,Aqua Baby“ სარგებლობისთვის საჭიროა…

არენაზე FitPass-ის აპლიკაციით შესაძლებელია სპორტული და გამაჯანსაღებელი სერვისებით სარგებლობა

არენას და FitPass შორის 3 წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა გრძელდება სპორტკომპლექს არენასა და კომპანია ფიტპასს შორის თანამშრომლობა უკვე 3 წელია წარმატებით გრძელდება ფიტპასის აპლიკაციით არენაზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა…

სტუდია”მერლი”-საესტრადო,თეატრალური მიმართულების უმაღლეს ხარისხი

სტუდია "მერლი" ქალაქ ქუთაისში 2018 წელს დაფუძნდა და მალევე მოიხვეჭა წარმატებული, პოპულარული სტუდიის სახელი,რომლის წინაპირობაც "მერლი"-ს დამფუძნებლის, ქალაქისა და ბავშვებისათვის საყვარელი მსახიობის, ჯანეტ…

„Chateau Artwine“- ულამაზესი ბუნება,მაღალი დონის მომსახურება და გემრიელი სამზარეულო

მარანი, სასტუმრო  და მეპატრონის სახლი - ულამაზეს ბუნებასთან შერწყმული ეს სამი კომპონენტი დაუვიწყარ „Chateau Artwine“-ს ქმნის. „შატო ართვაინის“ ისტორია 2019 წლიდან, სოფელ ართანაში იწყება,როდესაც მარანი გაიხსნა, 2021 წლიდან კი…

„დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანია „დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში 2 საცხოვრებელ კორპუსს, 7 500 კვ.მ. ფართობზე აშენებს. პროექტის ჯამური…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!