დღის სიახლეებისიახლეებიტურიზმი, დასვენება და გართობაფინანსები

The Good Life-„თბილისი ათასი და ერთი ღამის, ხელოვნებისა და სტილის კალეიდოსკოპი“

0
გაზიარება

პოპულარული იტალიური ჟურნალი The Good Life თბილისის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ფოტოგრაფ-ჟურნალისტმა ანდრეა ფორლანმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა.

სტატიაში თბილისის ტურისტულად საინტერესო ადგილები, დედაქალაქის ისტორია, კულტურა, არქიტექტურა, ძველი თბილისის ქუჩები, ქართული სამზარეულო და ღვინოა აღწერილი.

„თბილისში სადაც ეზოა ყველგან ვაზია. ყოველივე ამის შემდეგ, არქეოლოგებს ეჭვი არ ეპარებათ, როგორც ჩანს ღვინო აქ დაიბადა, ქრისტეს შობამდე დაახლოებით 6000 წლით ადრე.  524 ჯიშის ყურძენს შორის ყველაზე პოპულარული საფერავი, წითელი და ნახევრად ტკბილი ქინძმარაულია, რომელიც ძალიან მოწონებულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“,-წერს ანდრეა ფორლანი და სტატიას  პიცისა და ხაჭაპურის ერთმანეთთან შედარებით აგრძელებს.

„მათთვის, ვისაც არასდროს სმენია ქართული სამზარეულოს შესახებ, პატარა ლექსიკონი შეიძლება გამოგადგეთ: ხაჭაპური, ხინკალი. პირველი, ჩვენი პიცის კავკასიელი ბიძაშვილია და მაგიდებზე სრიალებს სხვადასხვა რეგიონულ კონფიგურაციებში, ნაკლებად რთული მოსამზადებელია იმერული ხაჭაპური, სულგუნი ყველით საოცრებაა,  მაგრამ მწვერვალი არის აჭარული წარმოშობის ხაჭაპური – ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან.  ნავის ფორმის ხაჭაპური, ღრუში მოთავსებული მდნარი ყველის აბაზანაში ჩაძირული კვერცხის გული, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დაუმატებთ კარაქს, რომელიც არასოდესაა მსუბუქი“,-წერს სტატიის ავტორი.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!