მეღვინეობა

ჩინეთში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

0
გაზიარება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ორგანიზებით, ჩინეთის ქალაქ შენჭენში, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ქართული ღვინის წარდგენას ღვინისა და სპირტიანი სასმელების საკონსულტაციო კომპანიის Tasting Annex დამფუძნებელი რაინტრე ჯუნ ვეი (Raintree Jun Wei) უძღვებოდა. იგი გასულ წელს „Meiburg Wine Media”-ის მიერ განხორციელებული „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში შეირჩა ღვინის ოთხ პროფესიონალთან ერთად, რომლებიც, ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ატარებენ.

ღონისძიების წამყვანმა მონაწილეებს, დეგუსტაციის პარალელურად, ქართული ღვინის ისტორია და თანამედროვე ინდუსტრია გააცნო. ღონისძიებაზე 9 სხვადასხვა ღვინის კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2022 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 2,4 მლნ ბოთლი ღვინო (ზრდა 29%).

მსგავსი სიახლეები

შატო დე ვერე – საოცარი კერძები, განსაკუთრებული ინტერიერი და მრავალფეროვანი სივრცეები ერთ დიდ თავგადასავალს ქმნის

თბილისიდან რამდენიმე წუთში, კოჯრისკენ მიმავალ გზაზე, შინდისში გამორიცხულია თქვენი ყურადღება არ მიიქციოს განსაკუთრებული არქიტექტურის მქონე კომპლექსმა „შატო დე ვერემ“ ყველაფერი მარტივი გენიალურია… სწორედ ამ გამონათქვამს…

თემის მარანი – ტრადიციული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული 3 სახეობის ორგანული, ბიო ღვინოები

1991 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემში დაფუძნდა საქველმოქმედო კავშირი თემი, ხოლო ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად სოციალური საწარმო "თემის მარანი", ვენახი გაშენებულია 6,7 ჰექტარზე, დარგულია ტრადიციული ვაზის…

არაგვისპირის მარანი – ერთ სივრცეში მოქცეული საქართველო

მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირში მდებარე გასტრონომიული სივრცე საოჯახო სასტუმროსა და სამზარეულოს მოიცავს. "არაგვისპირის მარანი" თავის კონცეფციით განსხვავებული სივრცეა, რომელიც…

მარანი “ბეროზას ღვინო” – ორ საუკუნოვანი ისტორია და უცვლელი ხარისხი

მარანი “ბეროზას ღვინო”კახეთის უძველეს სოფელ ველისციხეში  მდებარეობს, რომლის ისტორია ორ საუკუნეზე მეტს ითვლის. მასში არსებული ქვევრები 30 ტონა ღვინოს იტევს და შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე. მარანი ვიზიტორებს 2010 წლიდან…

ატენის ტერასები – ისტორია გრძელდება, ღვინის ხარისხი შენარჩუნებულია!             

ატენური ღვინო ძველი საუკუნებიდან განთქმულია, მას მეფები სვამდენენ,  რასაც ადასტურებს ვახუშტი ბაგრატიონის ისტორიული დოკუმენტები. ისტორია გრძელდება და ატენის  ტერასები დღესაც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ბიო ღვინოს სთავაზობს,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!