მეღვინეობა

ჩინეთში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

0
გაზიარება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ორგანიზებით, ჩინეთის ქალაქ შენჭენში, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ქართული ღვინის წარდგენას ღვინისა და სპირტიანი სასმელების საკონსულტაციო კომპანიის Tasting Annex დამფუძნებელი რაინტრე ჯუნ ვეი (Raintree Jun Wei) უძღვებოდა. იგი გასულ წელს „Meiburg Wine Media”-ის მიერ განხორციელებული „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში შეირჩა ღვინის ოთხ პროფესიონალთან ერთად, რომლებიც, ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ატარებენ.

ღონისძიების წამყვანმა მონაწილეებს, დეგუსტაციის პარალელურად, ქართული ღვინის ისტორია და თანამედროვე ინდუსტრია გააცნო. ღონისძიებაზე 9 სხვადასხვა ღვინის კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2022 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 2,4 მლნ ბოთლი ღვინო (ზრდა 29%).

მსგავსი სიახლეები

„შატო ატენი’’ მომხმარებელს მალე ხის კოტეჯებში განთავსებას შესთავაზებს

ღვინის ჭეშმარიტო მოყვარულებო (და არა მხოლოდ), მონიშნეთ  „შატო ატენი“ აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში ქართლის რეგიონში მოგზაურობისას. გორიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე თქვენ აღმოაჩენთ ისეთ გარემოს, როგორიც ნამდვილ…

სეულში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, ქართული ღვინისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას 140 სტუმარი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ მეღვინეობის დარგის ადგილობრივი…

სეულში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, ქართული ღვინისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას 140 სტუმარი დაესწრო, რომელთა შორის…

7 თვეში ღვინის ექსპორტი მხოლოდ 3%-ით შემცირდა

2022 წლის იანვრიდან-ივლისის ჩათვლით საქართველოდან 121 მლნ დოლარის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 124 მლნ დოლარი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ წლიურად ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მხოლოდ…

თსუ ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს

100-ზე მეტი ექსპერტი მთელი მსოფლიოდან მონაწილეობს ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მე-14 ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. ღონისძიებას…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!