ბიზნესიგანათლებამეღვინეობასაზოგადოებატრენინგ ცენტრებიქართული წარმოება

“ქართული ღვინის გილდია” – საგანმანათლებლო – საკონსულტაციო ორგანიზაცია

0
გაზიარება

ქართული ღვინის გილდია“ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მოქმედი ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობა მეწარმეთა კონსულტაციას, ტრენინგებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული, მეღვინოებისა და დეგუსტაციის შემსწავლელი პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელებას მოიცავს.

სასწავლო პროგრამები და ტრენინგები განკუთვნილია, ღვინის წარმოების სექტორში, ღვინის ბიზნესში დასაქმებულ და ჩართულ პირთათვის და სტარტაპერებისათვის. სასწავლო და საკონსულტაციო საქმიანობაში ჩართულნი არიან დარგის ცნობადი და ღირსეული წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ როგორც სასწავლო-სამეცნიერო, ისე პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება.

2018 წლის ნოემბრიდან დღემდე აღნიშნულმა ორგანიზაციამ განახორციელა მეღვინეობა-მევანახეობის მიმართულებით 8 სასწავლო კურსი და 12 მოკლევადიანი ტრენინგი, მათ შორის ბიომეღვინეობის, მევენახეობის, მეღვინეობის რეგულაცია და სერტიფიცირებისა და ღვინის მარკეტინგის შემსწავლელი ტრენინგ-კურსები, ასევე ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დეგუსტაციის, ,,მეღვინეობა I“ და ,,მეღვინეობა II“ სასწავლო კურსები ძირითადად ღვინის ორგანოლეპტიკური შეფასების სწავლებას ემსახურებოდა. დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ვებგვერდსა www.studywine.ge და ფეისბუქ გვერდზე. ამ მოკლე პერიოდში მეღვინეობა-მევანახეობის შემსწავლელ კურსებზე მსმენელთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 347ს.

ქართული ღვინის გილდიის” კვალიფიციური გუნდი მეწარმეებს მუდმივად აწვდის ინფორმაციას წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების, მეცნიერული მიდგომების, ბაზრის მოთხოვნებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი საერთაშორისო კონკურსების შესახებ. ორგანიზაციის საქმიანობა ასევე ითვალისწინებს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მომხმარებელთა ინფორმირებას, გემოვნების განვითარებასა და ხარისხის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ცოდნის გადაცემას.

საკონსულტაციო საქმიანობით მოპოვებული ნდობის საფუძველზე, 2019 წლიდან მიმდინარეობს პროექტი ,,საქართველოს საუკეთესო ღვინოები“. პროექტის ფარგლებში, პროდუქციის ხარისხის მონიტორინგის მიზნით, ტარდება ქართველი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ბრმა დეგუსტაციები. ვებგვერდზე www.topgeorgian.wine, განთავსებულია ალკოჰოლური სასმელები, რომლებსაც 100 ქულიანი შეფასების სისტემით, მინიჭებული აქვთ 80 ქულაზე მაღალი შეფასება.

2020 წლის 10 აპრილის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებებით მიენიჭა პროფესიული გადამზადების პროგრამების „ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაციია“ და „ღვინის წარმოების ქართული ტრადიციული ტექნოლოგიები“ განხორციელების უფლება.

პროგრამები შემუშავებულია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული დოკუმენტების გათვალისწინებით, საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყანაა. პროგრამის შინაარსი, სტრუქტურა, გამოყენებული სწავლების მეთოდები მიზანმიმართულია ისეთი დეგუსტატორებისა და მეღვინე-ტექნოლოგების მოსამზადებლად, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან როგორ ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე და შეეძლებათ დასაქმდნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.

აღნიშნულ პროგრამებზე სწავლება გრძელდება 2020 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, „ღვინისა და ყურძნისეული წარმოშბის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაციია“ განხორციელდა მხოლოდ ოთხჯერ (4 ჯგუფი), ხოლო „ღვინის წარმოების ქართული ტრადიციული ტექნოლოგიები“ ორჯერ (2 ჯგუფი). კურსდამთავრებულთა რაოდენობა შეადგენს 101-ს. სწავლების დაწყებამდე დაფინანსების მოთხოვნის მიზნით წარდგენილი განცხადებების საფუძველზე, ორივე პროგრამის პირველ ჯგუფზე პედაგოგებისა და პროგრამის განმახორციელებელი დამხმარე პერსონალის ხელფასები დაფინანსდა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, ხოლო მეორე ჯგუფზე – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.

უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს ორგანიზაცია მონაწილეობდა პროექტში „პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში – სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“, რომელიც ხორციელდებოდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დარგობრივი უნარების ორგანიზაციის (აგრო დუო) მხარდაჭერით და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით. პროექტის ფარგლებში მოვიპოვეთ გრანტი ახალი პროფესიული გადამზადების პროგრამის „მევენახეობა“ განხორციელებისთვის.

ამასთანავე, 2022 წლის 28 მაისიდან ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ქართული ღვინის გილდია“, ფერმერთა და მცირე საოჯახო მეურნეობების წარმომადგენელთა მხარდაჭერისა და საქამიანობისათვის საჭირო ცოდნის გაღრმავების მიზნით, ახორციელებს პროექტს „სპეციფიური ცოდნა სოფლის მეურნეობისა და აგრო-მეწარმეობის განვითარებისათვის“. მიმდინარე პროექტის ფარგლებში ტრენინგ-კურსები ჩატარდა გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ამ ეტაპისთვის კიდევ იგეგმება კურსების გახნორციელება ქვემო ქართლის მასშტაბით.

მსგავსი სიახლეები

Panjo Art -ის ვენეციური ინსპირაცია

Panjo Art ქართველმა მხატვარმა მიხეილ ფანჯიკიძემ შექმნა, რომელიც ბავშვობიდან ხატავს და დღეს ამ სფეროში საკმაოდ წარმატებულია. ფერების შერწმყმით, ხატვის განსაკუთრებული სტილითა და შინაარსით მხატვარი საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს…

თბილისში წელს სასტუმროების დატვირთულობა ნაკლებია

ქვეყანაში გაზრდილი ვიზიტორთა ნაკადების მიუხედავად, მიმდინარე თვეში, სხვა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით სასტუმრო სექტორის დატვირთულობა ნაკლებია და შემოსულების დიდი ნაწილი ტრანზიტული მიზნით არიან,  1-2 დღეში გადიან -…

„თბილისობის“ დღესასწაულს ეთნოგრაფიოული მუზეუმი უერთდება

1-2 ოქტომბერს „თბილისობის“ დღესასწაულზე გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება. საქართველოს ყველა რეგიონი თავისი კუთხის ანსამბლების მონაწილეობით ფოლკლორულ…

თბილისობის დღესასწაული ორი წლის შემდეგ ისევ ჩატარდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით თბილისობის დღესასწაული ორწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ბრუნდება. მისი თქმით, „თბილისობის“ ღონისძიებები რიყის პარკში და ლეღვთახევში, ასევე, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედანზე…

Forbes-მა უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგი გამოაქვეყნა

ბიზნეს გამოცემამ Forbes უმდიდრესი 400 ამერიკელის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის ლიდერია კომპანია Tesla Inc.-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ილონ მასკი. ჟურნალის შეფასებით, მასკის ქონება ბოლო 1 წელიწადში 60 მლრდ დოლარით…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!