დღის სიახლეებიმედიცინაპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

პირის ღრუს მოვლის საშუალებები

0
გაზიარება

რამდენად ხშირად უნდა ვიწმინდოთ კბილები ?

მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაშუ კბილების წმენდა დღეში 2-ჯერ მოხდეს, დილით და საღამოს.

უნდა აღინიშნოს, ძილის წინ კბილების მოწესრიგება,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია .

ჩვენ ვიცით , რომ ნერწყვი  განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს პირის ღრუს მოვლაში.იგი გამწმენდი, ბუნებრივი საშუალებაა ჩვენი კბილებისათვის.

იცოდით,რომ ღამის განმავლობაში ნერწყვის გამოყოფა მცირდება და  ამიტომ საკვები, რომელიც გაჯერებულია ნახშირწყლებით უფრო დიდი დროით ყოვნდება პირის ღრუში  , კბილის მინანქარს ეკვრის და მომავალში მრავლობითი კარიესის გაჩენის რისკიც  იზრდება.

პირის ღრუს სრულფასოვანი ჰიგიენისათვის საჭიროა შემდგომი მოვლის საშიალებები:

1.კბილის ჯაგრისები

2.კბილის პასტები

3.კბილთაშორისი ჯაგრისები ,ფლოსები ,ირიგატორი

4.პირის ღრუს სავლები

ჩვეულებრივ რეკომენდირებულია მოზრდილებში გამოვიყენოთ კბილის ჯაგრისი მცირე და საშუალო ზომის თავით, რბილი და საშუალო სიხისტის, პატარა ან საშუალო თავით. ჯაგრისს უნდა ჰქონდეს ერთ სიბრტყეზე განლაგებული, რაც შეიძლება  მეტი ჯაგრული.

როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად კბილის პასტები ?

არსებობს კბილის პასტები ღრძილების ჯანმრთელობისთვის, მგრძნობიარე კბილებისთვის, ანტიბაქტერული მოქმედების და მათეთრებელი კბილის პასტები.

თვენს პირად სტომატოლოგს შეუძლიათ გირჩიოთ ყველაზე შესაფერისი კბილის პასტა თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობისათვის.

უნდა გამოვიყენთ ფტორიანი კბილის პასტა ?

დადასტურებულია , რომ ფტორიანი კბილის პასტების გამოყენება ამცირებს კარიესის განვითარებას 40% -მდე. კბილის პასტები ფტორის შემცველობით უნდა შეირჩეს ასაკობრივად , მწარმოებელი ორგანიზაციის მიერ მითითებული რეკომენდაციით, რაც შეეხება მათეთრებელ კბილის პასტებს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მათეთრებელი კბილის პასტები დაგეხმარებათ, მხოლოდ კბილების ორიგინალური ჩრდილის აღდგენაში და არ შეცვლის მის ბუნებრივ ფერს.

უნდა აღინოშნოს, რომ კბილებსშორისი სივრცეების გაწმენდა,  მხოლოდ ჯაგრისით სრულფასოვნად ვერ ხერხდება , ამიტომ აუცილებელია კბილთაშორისი ჯაგრულებისა და ფლოსების გამოყენება. ხოლო იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ ორთოპედიული კონსტრუქციები, იმპლანტები და ატარებენ ბრეკეტებს სასურველია ირიგატორით წმენდა.

შორენა ქარჩავას კლინიკის რეკომენდაციებს თუ მიჰყვებით პირობას გაძლევთ, რომ ჩვენთან ხშირი ვიზიტი არ მოგიწევთ. დაზოგავთ დროს და ფულს, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

პ.ს პირის ღრუს ჯანმრთელობა ზოგადი ჯანმრთელობის საწინდარია.

შორენა ქარჩვას კლინიკის ექიმი თერაპევტები : მირანდა საბიაშვილი; თინათინ მინდაძე

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!