დღის სიახლეებისიახლეები

შესაძლებლობა ახალგაზრდა ლიდერებისთვის

0
გაზიარება

15 აპრილამდე შესაძლებელი Forbes საქართველოს პროექტზე 30 under 30 განაცხადის შევსება. თიბისისთან პარტნიორობით, Forbes საქართველო უკვე მეხუთე წელია არჩევს ფორბსის 30-წლამდელთა ლიდერების სიას, მათი წარმატების, შრომის, ენთუზიაზმისა და გამბედაობის დასაფასებლად.

პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს თავიანთი მიღწევებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში, ხოლო ფორბსის ეს აღიარება მათ კიდევ მეტის გაკეთების სტიმულს აძლევს.

“Forbes-ის მიერ საქართველოში წამოწყებული 30/30 პლატფორმა საუკეთესო ასპარეზია მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, მიიღონ ცხოვრებაში პირველი საერთაშორისო აღიარება ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან მსოფლიოში. 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს უხსნის მის მონაწილეებს. „Forbes Georgia“ & BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით 30/30 სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები მსოფლიოდან, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ.“ ამბობს გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარი რედაქტორი.

Forbes 30 under 30 გლობალური პროექტია, რომელსაც წარმატებული ახალგაზრდების ინდივიდუალური აღიარებით საზოგადოებისა და ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია, ეს პროექტი მონაწილეებისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანონ არა მხოლოდ საკუთარიტ, არამედ საქართველოს სახელი.

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!