დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ვებაპლიკაციების შემქმნელი ქართული კომპანია – Best Web

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ვებაპლიკაციების შემქმნელი ქართული კომპანია – Best Web

ვებაპლიკაციების შემქმნელი ქართული კომპანია , Best web-ი  2015 წელს შეიქმნა და მომხმარებლებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის საქმიანობა თავდაპირველად, მხოლოდ ვებდეველოპმენტით შემოიფარგლებოდა, ეტაპობრივად კი სხვადასხვა მომსახურება დაემატა, მათ შორის მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, სეო ოპტიმიზაცია და სხვა. კომპანიას აქვს დიჯითალ პაკეტები და  ციფრული მარკეტინგი, სოციალური ქსელების მართვა- facebook, Instagram, twitter.

Best Web 2020 წლიდან ქართულ კომპანიებთან ერთად, უცხოურ კომპანიებთანაც თანამშრომლობს. პარტნიორ კომპანიებს შორის არიან: megadoors, zodi, ნიუ ჰოსპიტალი, unicef და ა.შ. კომპანია ასევე, სამთავრობო და მუნიციპალურ პროექტებზეც მუშაობს.

Best web-ს ასევე, ჰყავს პარტნიორები ლოჯისტიკის, საფინანსო და სამედიცინო მიმართულებითაც, რომელთა შორის არის გერმანული სასწრაფო-სამედიცინო სფეროში მოღვაწე კომპანია med-11.

Best web-ის დამფუძნებლის, ბესიკ ექსეულიძის თქმით, კომპანიის მთავარი სამომავლო გეგმაა ამერიკულ ბაზარზე უფრო აქტიურად შესვლა და  ათვისებაა :

 ‘’გვინდა ამერიკული  ბაზარი უკეთ ავთვისოთ, რადგან ინვესტიციები წამოვიდეს ჩვენ ქვეყანაში და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს. ‘’

   აშშ-ში  ვებ და მობაილ დეველოპმენტი  ბევრად უფრო განვითარებული და მოთხოვნადია, გასხავებით საქართველოსგან, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ სურს კომპაიას ამერიკულ ბაზარზე თავის დამკვიდრება.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!