დღის სიახლეებიპარტნირებისიახლეები

Tbilisi Automuseum – თბილისის ავტომუზეუმი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

0
გაზიარება

სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia – ისა და SuccessCard.ge -ს  მომხმარებლებისთვის, Tbilisi Automuseum – თბილისის ავტომუზეუმი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის მფლობელებს გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ სპეციალურად თქვენთვის შეთავაზებული ფასდაკლებებით.

თბილისის ავტომუზეუმი კერძო პირის კოლექციის ბაზაზე შეიქმნა, რომელსაც ის 18 წლის განმავლობაში აგროვებდა და 2014 წლის 25 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულის დროს მუზეუმი გაიხსნა.

თავდაპირველად მუზეუმის ექსპოზიცია 25 ავტომანქანისგან შედგებოდა, მას შემდეგ ექსპონატთა რიცხვი თანდათან მატულობს. 2017 წლის 14 მაისს, რესტავრაციის დასრულების შემდეგ, მუზეუმის კოლექციას ორი უიშვიათესი ექსპონატი შეემატა: ГАЗ-М1 (ე. წ. “ემკა”) და პიკაპი ГАЗ-4 – დღეს მსოფლიოში სულ ხუთამდე ასეთი ავტომობილია შემორჩენილი.

დღეისთვის თბილისის ავტომუზეუმი დედაქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად არის ქცეული, ყოველწლიურად ის ათასობით დამთვალერებელს მასპინძლობს – როგორც ქვეყნის მკვიდრებს, ასევე უცხოელ სტუმრებს, ის თითქმის ყველა ტურისტულ მარშრუტშია შეტანილი.

მუზეუმი სისტემატურად მასპინძლობს სკოლის მოსწავლუთა ექსკურსიებს, აქ ტარდება ფოტოსესიები, მუსიკალური და სარეკლამო კლიპების გადაღებები. მუზეუმის ექსპონატებმა არაერთი კინო- და ტელეფილმის გადაღებაში მიიღეს მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!